"მოხატული კედლები რეალობის ილუზიას ქმნიან" - the why not gallery-იმ ახალი სეზონი გახსნა.
საგამოფენო დარბაზში, სადაც ახალგაზრდა ფერმწერის გამოფენა იყო წარმოდგენილი, მოხატული იატაკი, სპეციალურად, ქვიშით დაფარეს. პასტელური ფერთა პალიტრა, ფიგურატიული კომპოზიციები და წაშლის ტექნიკით დახატული დიდი ზომის ფიგურები, ეს ის დამახასიათებელი ნიშნებია, რამაც გამოფენა დამთვალიერებლისთვის დასამახსოვრებელი გახადა.
ფერმწერის შთაგონების წყარო კი ოკუპირებულ გალში მიტოვებული სახლიდან გადაღებული ფოტო გახდა, რის შემდეგაც ნახატების მთელი სერია შექმნა.