27 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
სხვადასხვა უწყებისთვის დაფინანსების გაზრდა, დეფიციტისა და საგარეო ვალის 710 მილიონი ლარით შემცირება - პარლამენტში ბიუჯეტის განხილვა დაიწყო

პარლამენტში ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა დაიწყო. ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს საგარეო, ევროინტეგრაციისა და დიასპორის გაერთიანებულმა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. ცვლილებების მიხედვით, შესაძლებელი გახდა სხვადასხვა უწყებისთვის დაფინანსების გაზრდა, დეფიციტისა და საგარეო ვალის 710 მილიონი ლარით შემცირება. დეპუტატებს დღეს საბიუჯეტო პარამეტრები ფინანსთა მინისტრის მოადგილემ წარუდგინა.

გიორგი კაკაურიძის მოხსენების შემდეგ, საკომიტეტო განხილვა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. ხარჯების ზრდასა და საგარეო ვალის შემცირების პარალელურად, კანონმდებლებს მინისტრის მოადგილესთან კითხვები ჰქონდათ ინფლაციასთან დაკავშირებითაც.

საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობს, თუმცა ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიას მხარს არ უჭერს ოპოზიციის ნაწილი. მმართველი გუნდის ოპონენტებს კითხვები აქვთ ბიუჯეტის ხარჯვითი წილის ათვისებასთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, კორექტირებული დოკუმენტი არ პასუხობს მოსახლეობის საჭიროებებს.

ორნიშნა ეკონომიკა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, გაზრდილი საგარეო სავაჭრო ბრუნვა და პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა - ეს არასრული ჩამონათვალია, რის გამოც მმართველი პარტია ბიუჯეტში ცვლილებებს მხარს დაუჭირეს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ხელისუფლების გონივრულმა პოლიტიკამ ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა განსაზღვრა.

ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. საკანონმდებლო ორგანო კორექტირებული დოკუმენტის საბოლოოდ დამტკიცებას, ოქტომბრის დასაწყისში გეგმავს.

დღის ამბები