27 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
გერმანიის კანცლერის მოწოდება ბერლინიდან - მიიღო თუ არა ოპოზიციამ შოლცის გზავნილი და ვინ თვლის, რომ ეროვნული თანხმობის მოწოდება მათ არ ეხება

მმართველ პარტიას არ აქვს მოლოდინი, რომ გერმანიის კანცლერის გზავნილი, რეკომენდაციების შესრულებაში პოლიტიკურ ძალთა გაერთიანების შესახებ, კონკრეტულ შედეგს გამოიღებს. "ქართული ოცნების" ლიდერის განმარტებით, ამის მიზეზი სამუშაო ჯგუფებს გამიჯნული ოპონენტების პარტიული მიზნებია. ირაკლი კობახიძის თქმით, გერმანიის კანცლერის განცხადება ადასტურებს, რომ ქვეყანა დაინტერესებულია, საქართველოში პოლარიზაცია დასრულდეს.

პოლარიზაციის გაღრმავებაში ოპოზიციის ნაწილი მმართველ გუნდს ადანაშაულებს. "ლელოში", "სტრატეგია აღმაშენებელსა" და "ნაციონალური მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ გერმანიის კანცლერის გზავნილის მთავარი ადრესატი "ქართული ოცნებაა". ისინი სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხედავენ რეკომენდაციების შესრულებაში. საკუთარ წილ ვალდებულებას კი, საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობით ხსნიან.

ერთად მუშაობის აუცილებლობაზე გერმანიის კანცლერი პირველი არ არის ვინც საუბობს - დეპოლარიზაციისკენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ბრიუსელიც აქტიურად მოუწოდებს. სწორედ ევროკომისარ ჯოზეფ ბორელისა და თბილისში ჩამოსული ევროპარლამენტარების განცხადებები შეახსენეს დღეს ოპონენტებს მმართველი გუნდიდან

პროცესს, რომ ოპოზიციის ნაწილის პარალელური საქმიანობა ზიანს აყენებს, ამაზე მათივე კოლეგებიც საუბრობენ. ოპოზიციის ეს ნაწილი დარწმუნებულია, რომ პარტნიორების გზავნილი კონკრეტულ პარტიებს პოზიციებს ვერ შეაცვლევინებს.

პროცესის ინკლუზიურობა - ეს ერთ-ერთი მთავარი მოწოდებაა რეკომენდაციების შესრულების ნაწილში. ამ დრომდე ოპოზიციის თითქმის ყველა წარმომადგენელი - "სტრატეგია აღმაშენებლის" გარდა, მხოლოდ სახალხო დამცველის არჩევის წესზე მომუშავე ჯგუფშია გაერთიანებული.

დღის ამბები