27 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
აშშ-მა კადიროვისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კადიროვისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.  ინფორმაცია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.

ახალ სიაში ასევე შეიყვანეს ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე მაქსიმ ორეშკინი.

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა დღეს უკრაინაში ომის გასაგრძელებლად  "თვითმობილიზაციის" აუცილებლობის შესახებ განაცხადა. რაც, მისი აზრით, რუსეთის ფედერაციის შემადგენელი სუბიექტების ხელმძღვანელებმა უნდა მოაწყონ.

"მიმაჩნია, რომ რეგიონის თითოეულ ლიდერს შეუძლია მოამზადოს, გაწვრთნას და დააკომპლექტოს მინიმუმ ათასი მოხალისე. ერთი სუბიექტისთვის, ეს არც ისე დიდი რიცხვია... მაგრამ ეროვნული მასშტაბით, ეს არის 85 ათასი ადამიანისგან შემდგარი შთამბეჭდავი სამხედრო კონტინგენტი - თითქმის არმია!" - განაცხადა რამზან კადიროვმა.

დღის ამბები