27 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
ზელენსკის ავტოავარიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - ვინ და როგორ დაეჯახა უკრაინის პრეზიდენტის მანქანას

პრეზიდენტის კორტეჟის ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ავარიის დროს, რომელიც გუშინ საღამოს კიევთან ახლოს მოხდა, პრეზიდენტმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, იმ ავტომობილის მძღოლი კი, რომელიც პრეზიდენტის კორტეჟს დაეჯახა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, რომელიც გუშინ უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟს დაეჯახა, სტიმულატორების ზემოქმედების ქვეშ იყო და ავარიაშიც აღნიშნული პირის ბრალეულობა გამოიკვეთა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

"ადამიანს, რომელიც  საჭეს მართავდა გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, იყო [მიღებული] გარკვეული სტიმულატორები," - აღნიშნა მიხაილო პოდოლიაკმა.

დღის ამბები