ოკუპირებულ აფხაზეთში მატარებელი სოხუმი-პეტერბურგი-გაგრა-ბზიფის მონაკვეთზე 11 წლის გოგონას დაეჯახა. მოზარდი ადგილზევე დაიღუპა.
შემთხვევა 13 სექტემბერს, 22:30 საათზე მოხდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიებას საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ტრანსპორტის პროკურატურა აწარმოებს.
როგორ აღმოჩნდა 11 წლის სარა ახვლედიანი გვიან ღამით მატარებლის ლიანდაგზე - ამ დროისთვის მომხდარი ტრაგედიის გარემოებები უცნობია.
არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში მატარებლები იშვიათად დადიან, მთლიანობაში მოძრაობს 3 შემადგენლობა. მოსკოვი-სოხუმი. პეტერბურგი-სოხუმი და ტურისტული მატარებელი, რომელიც ტუაფსედან გაგრამდე მოდის. სატრანსპორტო კომუნიკაცია ამ ეტაპზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს, მხოლოდ ოკუპანტ ქვეყანასთან აქვს.