27 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
დოკუმენტურად ისე გააკეთა ბრალდებულმა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს საზიანოდ მოხდა- დავით გარეჯის საქმის პროკურორი 

დავით გარეჯის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა იმართება. ბრალდების მხარის მოწმეებს ამ წუთებშიც კითხავენ, ახლა სასამართლოს ჩვენებას საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრი აძლევს, იქამდე კი კითხვებს სასულიერო პირმა უპასუხა. სხდომას ესწრებიან თავად ბრალდებულებიც, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი.

ივერი მელაშვილის უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოწმე ბრალდების მხარის მიერ იყო წარმოდგენილი, მისი ჩვენება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა.

"მართალია მოწმე იყო ბრალდების მიერ დაბარებული, მაგრამ მისი ჩვენება იქნება დაცვის სტრატეგიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება. იმიტომ, რომ მან ცალსახად დაადასტურა ივერი მელაშვილის სრული უდანაშაულობა, ამ საკითხში და მის მიერ გაწეული შრომის, როგორც კეთილი მიზნებით საქმიანობა, ასევე კანონიერება,"-აცხადებს ივერი მელაშვილის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე.

ამასთან, უფლებადამცველის საპირისპირო განცხადება აქვს საქმის პროკურორს. მიხეილ სადრაძე აცხადებს, რომ დოკუმენტები რასაც მელაშვილი ქმნიდა ყველაფერი იყო საქართველოსთვის საზიანო. 

"ყველამ მოისმინა, რომ ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა. ასევე ჩვენ საჯარო განცხადებაც გავაკეთეთ ესეც დავით გარეჯს ეხებოდა. დოკუმენტურად ყველაფერი ისე გააკეთა ბრალდებულმა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს საზიანოდ მოხდა. მისი განცხადებები, მოწმეებთან საუბარი, საჯარო განცხადებები და მთავრი დოკუმენტურად რასაც ის ქმნიდა ყველაფერი საქართველოს საწინააღმდეგო იყო. მოწმემ დაადასტურა, რომ როდესაც შეხვდა ივერი მელაშვილს, მელაშვილმა თქვა, რომ ჩიჩხიტურის კოშკიდან ერთ-ერთი კუთხე მდებარეობდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რაც, რა თქმა უნდა, არ არის სწორი,"-განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

დღის ამბები