27 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
ოლაფ შოლცის განცხადება უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მხარდამჭერი განცხადება ქართული სახელმწიფოს მიმართ - ირაკლი კობახიძე 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ოლაფ შოლცის მოწოდება, რომელიც რეფორმების განხორციელების კონტექსტში, პოლიტიკური ძალების ერთიანობას ეხება, შეაფასა და აღნიშნა, რომ "გერმანელებმა ძალიან კარგად იციან პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის ფასი. მან შოლცის განცხადება მორიგ მხარდამჭერ განცხადებად აღიქვა: 

"გერმანელებმა ძალიან კარგად იციან პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის ფასი. მათთვის არის განსაკუთრებული და ინტერესის საგანი, საქართველოში მოხდეს დეპოლარიზაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ შოლცის ეს განცხადება უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მხარდამჭერი განცხადება ქართული სახელმწიფოს მიმართ. ვხედავთ, რომ არის სამი რადიკალური პოლიტიკური პარტია პარლამენტში. ეს არის "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი", რომლებიც ამას მხედველობაში არ იღებენ და პრინციპულად არიან გამიჯნულნი იმ სამუშაო პროცესისგან, რომელიც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას. არ ვიცით, რამდენი განცხადება დასჭირდებათ მათ იმისთვის, რომ ამ პროცესში ჩაერთონ. დღეს აშკარაა, რომ სამი პოლიტიკურ პარტია პირდაპირ არის დაინტერესებული საბოტაჟით და იმით, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები