27 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
როგორ აფასებს ოპოზიცია ოლაფ შოლცის გზავნილს, სადაც მან რეფორმების განხორციელების კონტექსტში, პოლიტიკური ძალების ნება და ერთიანობა ახსენა

ოლაფ შოლცის გზავნილი, სადაც მან რეფორმების განხორციელების კონტექსტში, პოლიტიკური ძალების ნება და ერთიანობა ახსენა, დილიდან განხილვის საგანია. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ ევროპის 12 პუნქტის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ნაწილი კი პროცესში ყველა აქტორის მაქსიმალურად ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს და ევროინტეგრაციის გზაზე ოპოზიციის პასუხისმგებლობასაც ხედავს.

"მოთხოვნების შესრულება, ჩვენი წარმატების წინაპირობაა. ოპოზიცია კი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს წარმატება უზრუნველყოფილი იყოს. უმრავლესობა მმართველ გუნდს აქვს და თუკი იქნება რაიმე ისეთი ინიციატივა, რომელის მიგვაჩნია რომ არის 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესრულება, ყველა შესაბამის ინიციატივას ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ექნება,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი.

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი კი აცხადებს, რომ დამატებითი მოწოდებები საჭირო არ არის, რადგან საპარლამენტო ოპოზიციამ თავიდანვე განაცხადა, რომ ჩაერთვებოდა, როგორც საკომიტეტო, ასევე პლენარული სხდომების განხილვებში, რომელიც 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას ეხება. 

დღის ამბები