ევროპარლამენტმა უკრაინის მაკროფინანსური დახმარებისთვის 5 მილიარდი ევრო გამოყო. აღნიშნული თანხა უკრაინისთვის გამოყოფილი 9 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის მეორე და ყველაზე დიდი ტრანშია.
პირველი ტრანში - 1 მილიარდი ევრო უკრაინამ ევროკავშირისგან აგვისტოს დასაწყისში მიიღო.