პუტინის ავტომობილზე, სავარაუდოდ, თავდასხმა მოხდა, რომელიც მის ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად - ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დარტყმა პუტინის ლიმუზინის მარცხენა წინა საბურავზე მოხდა, რასაც ძლიერი დაკვამლიანება მოჰყვა.
შემთხვევის შედეგად თავად რუსეთის ლიდერი არ დაშავებულა, თუმცა მისი დაცვის წევრების ნაწილი დაკავებული, ნაწილი კი საერთოდ გამქრალია. ეს იმ ფონზე, როდესაც პუტინის გადაადგილების მარშუტის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა. ცნობები ამაზე რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.