სლოვაკეთში გამოკითხულთა უმეტესობა რუსეთის სამხედრო გამარჯვებას უკრაინაზე მიესალმება - კვლევის შესახებ, რომელიც სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიამ, MNFORCE-მა და Seesame-მა ჩაატარა, EURACTIV-ი წერს.
გამოკითხულთა დაახლოებით მეხუთედმა განაცხადა, რომ სურს რუსეთის გამარჯვება. ნახევარზე მეტი კი ამბობს, რომ რუსეთის გამარჯვებისკენ იხრება. ამასთანავე, მხოლოდ რესპონდენტთა მესამედმა განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვების მხარესაა, 18%-მა კი უპირატესობა არცერთ მხარეს არ მიანიჭა.
განწყობები კიდევ უფრო აშკარაა პარტიულ დონეზე. მაგალითად, ყოფილი პრემიერის, რობერტ ფიკოს მხარდამჭერთა დიდი უმრავლესობა, რუსულ მხარეს ანიჭებს უპირატესობას. ფიკო საჯაროდ აკრიტიკებს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს, თუმცა მიუხედავად ამისა, მისი პარტია "ევროპელი სოციალისტების" გაერთიანების წევრია.
რაც შეეხება გეოგრაფიულ დაყოფას, უკრაინის გამარჯვების მომხრეები უმრავლესობას მხოლოდ დედაქალაქ ბრატისლავაში წარმოადგენენ.
სლოვაკეთი დიდი ხანია ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე პრორუსული ქვეყანაა.