27 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
საერთაშორისო სამიტზე ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოება განიხილეს

ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი საერთაშორისო სამიტზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით ჩატარდა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ყურადღება ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირებასა და გადაცემის საიმედოობაზე გაამახვილა.

ფორუმზე აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო ინტერნეტ კავშირისა და მონაცემთა ბაზრის განვითარების პოტენციალზე.

"მნიშვნელოვანი არის მაღალტექნოლოგიური დერეფნების შექმნა საქართველოში. ამ კუთხით გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი, საინტერესო პროექტი, რომელიც აკავშირებს საქართველოს და რუმინეთს. ეს გახლავთ ელექტრო და მათ შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი ერთობლივად, რომ ჩაიდოს შავი ზღვის ფსკერზე და მოხდეს ამით ახალი დამაკავშირებელი ხაზის არსებობა, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ გაიზარდოს ურთიერთ-მიმოცვლა ელექტროენერგიის ევროპულ ბაზარსა და საქართველოს შორის," - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე

დღის ამბები