27 ნოემბერი 2024,   07:32
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟი ავარიაში მოყვა - უკრაინის პრეზიდენტს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება

უკრაინის პრეზიდენტი ავარიაში მოყვა - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN-ი, ზელენსკის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, პრეზიდენტი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ხოლო პრეზიდენტის დაშავებული მძღოლი სასწრაფო დახმარებამ წაიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი სამედიცინო შემოწმება გაიარა და ამას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება.

საავტომობილო ავარიის მიზეზს სამართალდამცევები არკვევენ.

დღის ამბები