27 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
ცნობილი წყვილის გახმაურებული სასამართლო პროცესი გრძელდება - რა ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები წარმოადგინა დღეს ნელი დოროყაშვილმა

ცნობილი წყვილის გახმაურებული სასამართლო პროცესი გრძელდება. ნელი დოროყაშვილი სასამართლო დარბაზში 4 საათი ამტკიცებდა, რომ ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მასზე წლების განმავლობაში ძალადობდა. ჩვენების პარალელურად დარბაზში აჩვენეს მეუღლესთან კონფლიქტის დროს, დოროყაშვილის მიერ ჩაწერილი ვიდეო და აუდიო მასალები.

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი სხდომას დისტანციურად, უცხოეთიდან ესწრებოდა. ყოფილი მეუღლის ბრალდებებზე მას დღეს შეფასება არ გაუკეთებია. ნელი დოროყაშვილი კი მის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

საპირისპირო პოზიცია აქვთ ბრალდებულის ადვოკატებს, ისინი ამტკიცებენ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ძალადობის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს. ნელი დოროყაშვილი კი, ყოფილ ქმარზე შურისძიებას ცდილობს.

ბრალდებულ ბასილაშვილს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, მისცემს თუ არა სასამართლოს წინაშე ჩვენებას და ამ შემთხვევაში სხდომის დახურვას მოითხოვს არასრულწლოვანი შვილის ინტერესების დაცვის მოტივით.

ნელი დოროყაშვილის დაკითხვას ახლა უკვე მისი ყოფილი მეუღლე და ადვოკატები აპირებენ. შემდეგი სხდომა 27 სექტებმერს გაიმართება.

დღის ამბები