გლდანის რაიონში, ლიბანის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ღირებულება მილიონ ორასი ათასზე მეტია.
ამ პროექტის ფარგლებში, 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდა ბილიკები, მოეწყო განათება, ასევე საბავშვო და სპორტული მოედნები. ადგილობრივებს დასასვენებელი და გასართობი პარკი არ ჰქონდათ.
შესრულებული სამუშაოები მერმა მოადგილესთან ერთად დაათვალიერა.
გლდანის რაიონში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისში დაიყო.
რეკრეაციულ სივრცეში ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო 400 ძირი სხვადასხვა სახეობის ხე მცენარე. 4 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო სარწყავი სისტემა და დაითესა ბალახი.
გლდანის რაიონში პროექტი მთლიანად დასრულებული არ არის. რეკრეაციული სივრცე 3 დიდ ლოკაციას აერთიანებს. ლიბანის სკვერის მიმდებარედ, სარაჯიშვილის სკვერის სამუშაოები მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში უნდა დასრულდეს. წლის ბოლოსთვის კი გამზირზე მდებარე არსებული შუა ზოლი მთლიანად მოწესრიგდება და პროექტის ფარგლებში ერთი დიდი რეკრეაციული სივრცის განაშენიანება უნდა მოხდეს.