რუსეთის პრეზიდენტმა მსოფლიოს 24 ქვეყანაში პოლიტიკოსებზე გავლენის მოსახდენად, 2014 წლიდან 300 მილიონი დოლარი დახარჯა.
BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანგარიშშია აღნიშნული.
მედიის ცნობით, დაზვერვის სამსახურს არ გამოუქვეყნებია კონკრეტული ქვეყნების ან პოლიტიკოსების სია, თუმცა ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს ქვეყნები ოთხ კონტინენტს მოიცავს.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ აღნიშნული თანხა მხოლოდ ”აისბერგის ზედა ნაწილია” და, სავარაუდოდ, რუსეთი საიდუმლოდ ახორციელებდა დამატებითი თანხების გადარიცხვებსაც.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რომლის სახელი არ დაიწერა, აღნიშნა, რომ ამჟამად დაზვერვის სამსახური ინფორმაციას აწვდის იმ ქვეყნებს, სადაც რუსეთი საიდუმლო დაფინანსებას ახორციელებდა.