27 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
60 წლის ასაკიდან თბილისელების რეგისტრაცია მერიის კუთვნილ ფიტნეს-დარბაზებში 19 სექტემბრიდან დაიწყება

თბილისის მერია 60 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც დედაქალაქში არიან რეგისტრირებული, საცურაო აუზებისა და ფიტნესის მომსახურებას უფასოდ სთავაზობს. პროგრამა პირველ ეტაპზე საპილოტე რეჟიმში განხორციელდება. ბენეფიციარებს შეეძლებათ თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული სპორტ დარბაზებით სარგებლობა. რეგისტრაცია 19 სექტემბრიდან დაიწყება. მოქალაქეებს მომსახურების მიღება 3 ოქტომბრიდან შეეძლებათ.

"ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არამხოლოდ ახალგაზრდების, არამედ ყველა ასაკის ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, პროგრამა, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, ითვალისწინებს, რომ თბილისში რეგისტრირებულ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ინფრასტრუქტურა - საცურაო აუზები და ფიტნეს ზონები უფასოდ გამოიყენონ. პროგრამა, პირველ ეტაპზე, 2023 წლის პირველ
იანვრამდე, საპილოტე რეჟიმში განხორციელდება ორ მუნიციპალურ სპორტულ ცენტრში - ნაძალადევის კომპლექსურ სპორტულ ცენტრში და გლდანის სპორტულ კომპლექსში, ხოლო შემდგომ, ეტაპობრივად ჩაერთვება ყველა მუნიციპალური სპორტული ობიექტი და აგრეთვე კერძო ობიექტები", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები