27 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
დიდი ფასი გადაიხადეს ჩვენმა მეგობრებმა უკრაინამ, მოლდოვამ, საქართველომ. ჩვენ უნდა მოგვესმინა მათთვის ვინც იცნობს პუტინს - ურსულა ფონ დერ ლეიენი

დიდი ფასი გადაიხადეს ჩვენმა მეგობრებმა უკრაინამ, მოლდოვამ, საქართველომ. ჩვენ უნდა მოგვესმინა მათთვის ვინც იცნობს პუტინს - ამ სიტყვებით გამოვიდა ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი. სხდომას ესწრებოდა უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკაც, რომელსაც ევროპარლამენტარებმა ტაში დაუკრეს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის ერთიანობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ პრობლემზე, რაც უკრაინაში რუსეთის ომმა წარმოქმნა. ლაიენმა უკრაინის დასახმარებლად ერთი მილიონი ევროს გამოყოფა და დღეს კიევში ჩასვლა დაანონსა.

"ჩემო პატივცემულო წევრებო, გაკვეთილი ამ ომიდან არის ის, რომ ჩვენ უნდა მოგვესმინა მათთვის ვინც იცნობს პუტინს, ანა პოლიტკოვსკაიას და ყველა რუს ჟურნალისტს, რომლებმაც ამხილეს კრემლის დანაშაულები. დიდი ფასი გადაიხადეს ჩვენმა მეგობრებმა უკრაინამ, მოლდოვამ, საქართველომ და ბელორუსის ოპოზიციამ. ჩვენ უნდა მოგვესმინა ეს ხმები ჩვენი კავშირის შიგნით პოლონეთში, ბალტიისპირეთში და მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ პუტინი არ გაჩერდება და ასეც მოხდა. მე მინდა ვუთხრა დასავლეთ ბალკანელებს, უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს - მინდა იცოდეთ, თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ, თქვენი მომავალი ჩვენს გაერთიანებაშია, ევროკავშირი სრულყოფილი ვერ იქნება თქვენს გარეშე," - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლეიენი.

დღის ამბები