30 წლიანი ლოდინის შემდეგ კოოპერატიული ბინათმშენებლობის გამო დაზარალებულმა 27-მა მოქალაქემ დღეს ახალი სახლის გასაღები მიიღო. მათი მისამართი დღეიდან დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონია.
ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს სახელმწიფოს მიერ ვალად აღიარებული ვალდებულებების გასტუმრება საკუთარ თავზე თბილისი მერიამ აიღო. რიგში ახლა ასზე მეტი ადამიანია.
თბილისის მერმა 3 ათასზე მეტ დაზარალებულს სახლების დასრულების პირობა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისცა.
დღეის მდომარეობით თბილისის მერიაში დამატებით 600 განაცხადის განხილვა მიმდინარეობს. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა რიგითობა სოციალური ქულით განისაზღვრება. პირველ რიგში პრიორიტეტი დაბალი სტატუსის მქონე პირებს ენიჭება. ქულებს ჯანდაცის სამინსიტრო გასაღვრავს. საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი პირველ რიგში დაზარელაბულებს ამ გაწერილი კრიტერიულმების მიხედვით ეძლევათ.
3100 დაზარალებულიდან 1600 უკვე დაკმაყოფილებულია. მერიის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები სახვადასხვა ეტაპზეა, ზოგი დასრულებულია, ნაწილის მშენებლობა მიმდინარეობს.