27 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
23:00 საათიდან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ მერია ავრცელებს.

"თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას ახორციელებს. ამ ეტაპზე, მაჭავარიანის ქუჩაზე ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება.

დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, 13 სექტემბრის 23:00 საათიდან 14 სექტემბრის 07:00 საათამდე, მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება," -  ნათქვამია მერიის განცხადებაში.

დღის ამბები