27 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
"კალმარის თამაშის" მსახიობი ლი იუნგ-ჯე, ემის 74-ე დაჯილდოებაზე მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა

ემის 74-ე დაჯილდოებაზე რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართა გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

"კალმარის თამაშის" მსახიობი ლი იუნგ-ჯე პირველი აზიელი ვარსკვლავი გახდა, რომელიც მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა.

სერიალმა "ტედ ლასომ" ზედიზედ მეორედ საუკეთესო კომედიური სერიალის ნომინაციაში გაიმარჯვა. საუკეთესო დრამად "მემკვიდრეობა" დასახელდა. დრამატული სერიალის ქალის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლის პრიზი მოიპოვა ფილმ "ეიფორიაში" შესრულებული როლისთვის, ამერიკელმა მსახიობმა ზენდაიამ.

ყველაზე მეტი-10 ჯილდო მოიპოვა ფილმმა "თეთრი ლოტოსი", მათ შორის ისეთ ნომინაციებში - როგორიცაა: საუკეთესო სცენარი და საუკეთესო რეჟისურა.

დღის ამბები