27 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
"ჩრდილოეთ კორეას ბირთვული არსენალის გამოყენება თვითგანადგურების გზაზე დააყენებს" - სეული ფხენიანს აფრთხილებს

ჩრდილოეთ კორეას ბირთვული არსენალის გამოყენება თვითგანადგურების გზაზე დააყენებს - ამ განცხადებით სეულმა ფხენიანი მას შემდეგ გააფრთხილა, რაც ჩრდილოეთ კორეამ ახალი კანონმდებლობა დაამტკიცა, რომელიც მას პრევენციული დარტყმისთვის ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული კანონმდებლობა მხოლოდ გააღრმავებს ჩრდილოეთ კორეის იზოლაციას, სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებს კი უბიძგებს, კიდევ უფრო გააძლიერონ საპასუხო შესაძლებლობები. 

დღის ამბები