27 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი

საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურის, განათლების, სამეცნიერო სფეროებსა და ხალხთაშორის ფორმატებში კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.

"კონკრეტული მიმართულებები, რომელიც განსაზღვრულია მემორანდუმში, ნამდვილად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოებას. კულტურის სფეროში ეს მემორანდუმი მოიცავს სამეცნიერო, საგანმანათლებლო თანამშრომლობას. ვფიქრობ, რომ ძალიან ფართო სპექტრია იმ აქტივობების, რომელიც ჩვენ ამ მემორანდუმით შევქმენით,"- აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

დღის ამბები