შეერთებულ შტატებში ექთნები გაიფიცნენ. მინესოტასა და ვისკონსინში მუშაობაზე უარი 15 ათასმა ადამიანმა თქვა. გაფიცული ექთნები უკეთეს სამუშაო პირობებს და ხელფასების გაზრდას ითხოვენ.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მოთხოვნებზე მოლაპარაკებას კლინიკებთან ხუთ თვეზე მეტხანს აწარმოებდნენ, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.