27 ნოემბერი 2024,   07:50
ვრცლად
ჩვენმა მეომრებმა უკვე გაათავისუფლეს უკრაინის ტერიტორიის 6 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი, ჩვენი ჯარების წინსვლა გრძელდება - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ძალების წინსვლა გრძელდება. პრეზიდენტი ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის გათავისუფლებაზე საუბრობს. ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფებს შესრულებული სამუშაოსთვის და მათ გმირები უწოდა. რუსეთს კი კვლავ ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს.

"ტერორის ყველაზე დიდ წყაროს - რუსეთს , ამ დრომდე ასე სასტიკად და ცნიკურად ომის წარმოება რატომ შეუძლია? მიზეზი ერთია და ეს რუსეთზე არასაკმარისი ზეწოლაა. მხოლოდ რუსეთის ძალების ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ყოფნამ, რუსეთის მუდმივმა პროვოკაციებმა და სადგურის ტერიტორიის დაბომბვამ უკრაინა და მთელი ევროპა ბირთვული კატასტროფის ზღვარზე დააყენა.
რუსეთი, ამ დრომდე, არ არის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებული, მის მოქალაქეებს ამ დრომდე ევროპაში დასასვენებლად გამგზავრება შეუძლიათ. მათ კვლავ შეუძლიათ ვიზების მიღება და არავინ იცის, არიან თუ არა მათ შორის ჯალათები და მკვლელები, რომლებიც ახლახან დაბრუნდნენ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

სექტემბრის პირველი რიცხვებიდან და დღეს ჩვენმა მეომრებმა უკვე გაათავისუფლეს უკრაინის ტერიტორიის 6 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი – აღმოსავლეთით და სამხრეთით. ჩვენი ჯარების წინსვლა გრძელდება," - განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები