უკრაინაში ომის 202-ე დღეა, რუსული ძალების წინააღმდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიშები გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, გათავისუფლებულია დონეცკის ოლქის ქალაქი სვიატოჰირსკი, ქალაქს ოკუპანტები ივნისის თვიდან იკავებდნენ.
გათავისუფლებულია ხარკივის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილიც. ინფორმაციას "აზოვ ხარკოვი" ავრცელებს. ერთ-ერთი სოფელში ნაწამები ცხედრები აღმოაჩინეს.