გლოვის მეხუთე დღე დიდ ბრიტანეთში - ინგლისი დედოფალს ემშვიდობება.
ელისაბედ მეორის ცხედარი დღეს ედინბურგში გადაასვენეს, სადაც მონარქთან დასამშვიდობებლად ასობით ადამიანი მივიდა. შოტლანდიის დედაქალაქში ლონდონიდან ჩაფრინდა დიდი ბრიტანეთის ახალი მეფე ჩარლზ მესამე და მისი მეუღლე.
სამგლოვიარო ღონისძიების დასრულების შემდეგ ელისაბედ მეორე ედინბურგის სასახლიდან სენტ-გაილსის ტაძარში გადაასვენეს. პანაშვიდზე იმყოფებოდა ინგლისის ახალი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასიც, რომელიც ელისაბედ მეორემ მთავრობის მეთაურად გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე დანიშნა. სამგლოვიარო ცერემონიაზე დასწრებამდე კი ბრიტანეთის ახალი მეფე ვესტ-მინსტერში იმყოფებოდა, სადაც პარლამენტის ორივე პალატის წარმომადგენლები სამძიმრის სათქმელად შეიკრიბნენ. ჩარლზ მესამემ დეპუტატებს სიტყვითაც მიმართა.
ედინბურგიდან დედოფლის ცხედარს ლონდონში მდებარე ბუკინგემის სასახლეში გადაასვენებენ, სადაც მოქალაქეებს ელისაბედ მეორესთან დამშვიდობება შეეძლებათ, ბოლო გზაზე კი მონარქს ვესტ-მინსტრის სააბატოდან გააცილებენ. 19 სექტემბერს 70 წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის უცვლელ დედოფალს ვინდ-ძორში, მეფე ჯორჯ მეექვსის მემორიალურ სამლოცველოში დაკრძალავენ. როგორც ცნობილია ცერემონიას შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრება.