27 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
უკრაინული არმიის პირველი სერიოზული წარმატება და პანიკაში მყოფი ოკუპანტები, რომლებიც რუსეთში მასობრივად გარბიან - სად ფრიალებს უკრაინის დროშა

რა ვითარებაა უკრაინაში - ომის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, გათავისუფლებულია იმაზე მეტი დასახლება, ვიდრე რუსეთმა აპრილის შემდეგ დაიკავა. უკრაინელებმა კონტროლი ხარკივის ოლქის უდიდეს ნაწილზე დაიბრუნეს. უკრაინის ჯარი შევიდა ბალაკლეაში, კუპიანსკში და იზიუმში. არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა, შემდეგი რუბეჟნოე, ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი იყოს; ტერიტორიები, რომელიც რუსულმა არმიამ დაახლოებით ორი თვის წინ დაიკავა. როგორც ცნობილია, ასევე გათავისუფლებულია ხერსონის ოლქის დასახლებები, მაგრამ გენშტაბი ამ ზონაში არსებულ მონაცემებს ჯერჯერობით არ აქვეყნებს.

დღის მეორე ნახევარში გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დროშა ლუგანსკის ოლქის კუზემევკას ცენტრალურ მოედანზე აღმართეს. რუსეთში წარუმატებელ ოპერაციას კვლავ გადაჯგუფებას უწოდებენ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი კი ამბობს, რომ ოპერაციის დასასრული იქნება კიევის კაპიტულაცია რუსეთის წესებით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წარუმატებელ ოპერაციას ტაქტიკური მანევრებით ხსნის.

ფრონტზე მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებების შემდეგ ოფიციალური კიევი, სამშვიდობო მოლაპარაკებებს მხოლოდ დონბასის და ყირიმის დეოკუპაციის შემდეგ დათანხმდება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ალექსეი რეზნიკოვის თქმით, თუ აქამდე შესაძლებელი იყო დიალოგი 23 თებერვლამდე არსებულ პოზიციებზე რუსული ჯარების დაბრუნების შემთხვევაში, ახლა ეს წინადადება აღარ განიხილება.

დღის ამბები