27 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
"ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ჩამოყალიბებული სტრატეგია" - როგორ ეხმაურება გიორგი ვოლსკი რადას დეპუტატის განცხადებას

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი რადას დეპუტატი ფიოდორ ვენისლავსკის განცხადებას ეხმაურება და მას  ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ჩამოყალიბებული სტრატეგიას უწოდებს.

"ეს სწორედაც რომ საოკუპაციო ძალის ინტერესებშია, ვინაიდან საქართველო ალტერნატიული დერეფანია ენერგორესურსების მიწოდებისთვის ევროპულ ბაზრებზე. რასაკვირველია, რუსეთს არანაირად სტაბილურობა და აზრთაერთიანობა, რათა შეინარჩუნოს საქართველო როგორც ხელუხლებელი, ეკონომიკური ჰაბი, რუსეთის ინტერესებში არ შედის. აქ გლობალური თამაში მიმდინარეობს, სადაც ყველა ცდილობს საკუთარი ინტერესებით იმოქმედოს. ამ ყველაფერს აგვირგვინებს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ჩამოყალიბებული სტრატეგია და პოზიცია, რომელსაც უკრაინის არაერთი მაღალჩინოსანი ითვალისწინებს. არათუ ითვალისწინებს, არამედ პირდაპირ მოუწოდებს ამ გზით სიარულისკენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, რადას დეპუტატი ფიოდორ ვენისლავსკი აცხადებს, რომ ახლა ქართველ ხალხს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აიძულონ ხელისუფლება, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები აფხაზეთის და ცხინვალის დეოკუპაციასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, რუსეთი ახლა სრულიად კონცენტრირებულია უკრაინის საკითხით და თუ საქართველოს ხელისუფლებას ექნება სურვილი, მას შეუძლია გაათავისუფლოს ქვეყნის ტერიტორიები.

დღის ამბები