27 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ "მუზეუმელთა ალიანსის" წევრებმა შეძლონ ჩვენთან პირდაპირი კავშირი, რათა არსებული პრობლემების დაკმაყოფილებაში ხელი შევუწყოთ - თეა წულუკიანი

ახალდაფუძნებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, "საქართველოს მუზეუმელთა ალიანსმა" პირველი ყრილობა გამართა. ღონისძიებას ალიანსის წევრები და დელეგატები ესწრებოდნენ, ჯამში საქართველოს მუზეუმების 400-ზე მეტი თანამშრომელი, როგორც კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი, ისე რეგიონალური და კერძო მუზეუმებიდან. ექსპოჯორჯიაში გამართულ ასამბლეაზე, ქართულ სამუზეუმო ისტორიაში პირველად, საზეიმოდ გამოვლინდა სამი "საუკეთესო მუზეუმელი", რომელთაც საგანგებოდ შექმნილი უწყებრივი ჯილდო გადაეცათ.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა მუზეუმელთა ალიანსს. 

"ჩვენ დავპირდით მუზეუმელთა ალიანსს, რომ ყველა მის წევრს კულტურის სამინიტროს მუზეუმებში ექნება უფასოდ შესვლის უფლება. ასევე ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ მუზეუმელთა ალიანსის წევრებმა შეძლონ ჩვენთან პირდაპირი კავშირი იმისთვის, რომ თავიანთ მუზეუმებში, განურჩევლად მუზეუმის სამართლებრივი სტატუსისა, არსებული პრობლემების შესახებ გვითხრას და ჩვენ საჭიროებების დაკმაყოფილებაში ხელი შევუწყოთ,"-განაცხადა თა წულუკიანმა.

დღის ამბები