საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ქალაქ თბილისის მერიისგან, "ავაზას" სპორტული კომპლექსი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადაეცა.
კომპლექსს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე ესტუმრნენ. სტუმრებმა საფეხბურთო სკოლის ტერიტორია დაათვალიერეს და მხარეებს შორის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით საფეხბურთო სკოლა "ავაზას" ტერიტორიაზე არსებული მოედნები და ადმინისტრაციული შენობა სრულად განახლდება და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი იქნება.