27 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
ბოლოს მივდივართ იქით, რომ ოპოზიციამ წარმოადგინოს ომბუდსმენის კანდიდატები, ჩვენ არ ჩავერიოთ და ამის შემდეგ ის პარლამენტმა აირჩიოს - მდინარაძე

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ისინი სთავაზობენ პოლიტიკურ ძალებს პროცესს, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს, როგორც ინკლუზიურობას, ასევე პროცესის გამჭვირვალობას იმისთვის, რომ სახალხო დამცველი შეირჩეს. 

"შეხვედრა კარგად წარიმართა, მაგრამ ამის გაგრძელება იქნება ის ინკლუზიური პროცესი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს 12 პუნქტის შესრულება. ბოლოს მივდივართ იქეთ, რომ ოპოზიციამ წარმოადგინოს სახალხო დამცველის კანდიდატები, ჩვენ ამ პროცესში არ ჩავერიოთ და ამის შემდეგ მოხდეს საქართველოს პარლამენტის მიერ მისი არჩევა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები