27 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა გრძელდება - როგორი პოზიციები აქვთ ოპოზიციურ ჯგუფებს ომბუდსმენის არჩევასთან დაკავშირებით

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა გრძელდება. პარლამენტი იმ კომისიის ჩამოყალიბებაზე მსჯელობს, რომელიც ომბუდსმენობის კანდიდატებს შეაფასებს. ამ წუთებში პარტიებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს, შეხვედრას ესწრება "ლელო" და "ნაციონალური მოძრაობა".

ოპოზიციის ნაწილი ალტერნატიულ შეხვედრებს განაგრძობს, მათ მიმდინარე კვირას შემაჯამებელი შეხვედრა არასამთავრობოებთან აქვთ დაგეგმილი.

"უნდა დავაკვირდეთ პროცესს. რეგლამენტის ცვლილებას, საპარლამენტო ოპოზიციამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, მაგრამ შემდეგ პროცესები არ განვითარდა ისე, როგორც ამას შეთანხმება ითვალისწინებდა. აქაც ჩვენ ვღებულობთ მონაწილეობას შერჩევის პროცედურაში, მათ შორის შემფასებელი ჯგუფის დასახელებაში. შემდეგ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ წარვადგენთ სახალხო დამცველის კანდიდატს, საბოლოო ჯამში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კანდიდატურები შემოვა განსახილველად,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი აცხადებს, რომ მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რათა ძლიერი და პროფესიონალი სახალხო დამცველი აირჩეს. 

დღის ამბები