საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსახიობ მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახსა და კოლეგებს უსამძიმრებს:
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კინოსა და თეატრის უნიჭიერესი მსახიობის მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო.
მაყურებლის სიყვარული და აღიარება ყველაზე დიდი ჯილდოა მსახიობისთვის, რაც ასე უხვად ჰქონდა ამ შესანიშნავ ხელოვანს.
ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს ასეთ მძიმე დანაკარგს," - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.