27 ნოემბერი 2024,   07:53
ვრცლად
გიორგი ხანიშვილი ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრს, კასპარს გერჰარდსს შეხვდა

ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრს, კასპარს გერჰარდსს შეხვდა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, საქართველოსა და ლატვიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

გიორგი ხანიშვილმა ქალაქ რიგაში, 8-10 სექტემბერს გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD-2022, საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მსგავსი გამოფენები ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციას უწყობს ხელს. გიორგი ხანიშვილმა ლატვიის რესპუბლიკასთან ექსპორტისა და იმპორტის პოტენციალზეც ისაუბრა. ხაზი გაუსვა გასული წლის დადებითი ტენდენციისა და მიმდინარე წლის მზარდი მონაცემების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობების ნაწილში საქართველოსა და ლატვიას კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გააჩნიათ.

​შეხვედრის ბოლოს, გიორგი ხანიშვილმა და კასპარს გერჰარდსმა, სამინისტროებს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი უწყებებს, სურსათის უსაფრთხოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

დღის ამბები