3 ადამიანი დაიღუპა მიწისძვრის შედეგად პაპუა ახალ გვინეაში. მიწისძვრის სიმძლავრემ 7.6 მაგნიტუდა შეადგინა.
სტიქიის შედეგად განვითარდა მეწყერული პროცესები, დაიბზარა გზები. დაზიანდა შენობები. ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია.
მიწისძვრის ბიძგები ქალაქ კაინანტუსთან, 90 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. მოსალოდნელ ცუნამიზე ინფორმაცია არ ვრცელდება.