"რუსთავი 2-მა" ახალი სატელევიზიო სეზონი დაიწყო. მაყურებელს უამრავი სიახლე, ძალიან საინტერესო პროექტები და მრავალფეროვანი გადაცემები ელოდება. "რუსთავი 2-ზე" იწყება ახალი ქართული მრავალსერიანი დრამაც. "ბამბის აღმართი" - ასე ჰქვია სერიალს, რომელიც "კურიერი PS-ის" დასრულებისთანავე დაიწყება და ეთერში ყოველ შაბათ-კვირას, საღამოს 10 საათზე გავა. კახაბერ შარტავას სატელევიზიო სერიალში სიუჟეტი მრავალფეროვანია.
რამდენიმე თაობა და სხვადასხვა სოციალური გარემო, სხვადასხვა პროფესიის პერსონაჟები და მათი რეალური ისტორიები - შემოქმედებითი ჯგუფი მაყურებელ ჰპირდება, რომ "ბამბის აღმართი" იქნება რეალური ცხოვრების სატელევიზო ანარეკლი. მაყურებელი ბევრ ნაცნობ სახეს იხილავს, გამოჩნდებიან უცნობი გმირებიც. ერთ-ერთი პერსონაჟი და მთავარი როლის შემსრულებელი, ყველასთვის ნაცნობი თათული ედიშერაშვილია.