მეფე ჩარლზს და მის ცოლს, კამილას ბუკინგემის სასახლესთან ათასობით ადამიანი დახვდა. მონარქი მოსახლეობას ავტომობილიდან მიესალმა.
ჩარლზისთვის ეს მეორე სამუშაო დღეა, მეფედ, ოფიციალურად, გუშინ გამოცხადდა. BBC-ის ინფორმაციით, დღეს მონარქი თანამეგობრობის გენერალურ მდივანს, პატრიშა სკოტლენდს შეხვდება. მოგვიანებით კი დაესწრება მიღებას თანამეგობრობის იმ 14 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც სახელმწიფოს მეთაურად კვლავ მეფეს მიიჩნევენ.
გაერთიანებულ სამეფოში სამგლოვიარო ღონისძიებები გრძელდება, დედოფლის ცხედარს ბალმორალიდან ედინბურგში მიასვენებენ, გზად კი კორტეჟს მოსახლეობა ყვავილებითა და აპლოდისმენტებით ხვდება.