27 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
21 წელი გავიდა, რაც აშშ-ზე საშინელი ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა, ყოველთვის მზად ვართ, ერთობლივი ძალებით უზრუნველვყოთ მშვიდობა მსოფლიოში -პაპუაშვილი

11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტის 21-ე წლისთავს "ტვიტერზე" გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

აღნიშნულ განცხადებაში პაპუაშვილმა პატივი მიაგო ტერაქტის დროს დაღუპულ 3000 ადამიანს.

"21 წელი გავიდა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებზე საშინელი ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ 11 სექტემბერს დაღუპულ 3000 ადამიანს და მადლობას ვუხდით მათ, ვინც საკუთარი თავი ადამიანებისათვის მსახურებას დაუთმო. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ერთობლივი ძალებით უზრუნველვყოთ მშვიდობა და უსაფრთხოება მსოფლიოში",- წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

დღის ამბები