27 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
"ძნელია, არ შეგძრას ტრაგედიის ასეთმა შედეგებმა" - გუტიერეში წყალდიდობით დაზარალებულ პაკისტანში იმყოფება

ძნელია, არ შეგძრას ტრაგედიის ასეთმა შედეგებმა - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, პაკისტანის, წყალდიდობისგან დაზარალებულ პროვინციაში ვიზისას განაცხადა.

ანტონიო გუტიერეში პაკისტანის სამხრეთ-აღმოსავლეთის სინდის პროვინციაში ჩავიდა, რომელიც ყველაზე მძიმედ დაზარალდა ქვეყანაში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობის შედეგად.

გაეროს გენერალური მდივანი, მოგვიანებით, სამხრეთ-დასავლეთში, ბალუჯისტანის პროვინციაში გადაფრინდა, რომელიც სტიქიისგან ასევე მძიმედ არის დაზარალებული.

მასშტაბურმა წყალდიდობამ ქვეყანაში სულ მცირე, 1391 ადამიანი შეიწირა და კიდევ 33 მილიონი დააზარალა.

დღის ამბები