მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კვლავ არის დიდი ბრიტანეთი, სადაც დედოფალს ემშვიდობებიან, ახალი მეფე კი უკვე აკურთხეს.
ელისაბედ მეორე ბალმორალის სასახლიდან უკვე გამოასვენეს და ედინბურგში, ჰოლი რუდის სასახლეში მიასვენებენ. კორტეჟმა გზად ბალატერი გაიარა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დედოფლისვთის უკანასკნელი პატივის მისაგებად ქუჩაში გამოვიდა.
ელიზაბედ მეორეს 19 სექტემბერს ლონდონში ვესტემინსტერის სააბატოს ტერიტორიაზე დაკრძალავენ.