27 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა 12-ე პუნქტის შესრულებას, აღსრულებას, ანუ საბოტაჟი გამოუცხადეს უკვე კონკრეტულად ამ პუნქტსაც - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, ევროპის რეკომენდაციების 12-ე პუნქტს და მის შესრულებას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. 

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ხელისუფლების ოპონენტებმა საბოტაჟი გამოუცხადეს 12 პუნქტის შესრულებას. 

"ევროპის რეკომენდაციების მეთორმეტე პუნქტს და მის შესრულებას მათ მხარი აღარ დაუჭირეს, მოდით, სახელი დავარქვათ. ისინი თავის საბოტაჟურ მოქმედებებს როგორ შეფუთავენ მეორე საკითხია, მაგრამ მათ მხარი არ დაუჭირეს მეთორმეტე პუნქტის შესრულებას, აღსრულებას, ანუ საბოტაჟი გამოუცხადეს უკვე კონკრეტულად ამ პუნქტსაც. მიუხედავად ამისა, იქნებ იმას მაინც მიხვდნენ, რომ წამგებიანია მათთვის ეს ყველაფერი პიარულად. ვთქვათ, ქვეყანა არ ადარდებთ, გასაგებია, პიარულად რომ წამგებიანია იქნებ ამან მაინც აიძულოთ, რომ ახლა მაინც მოვიდნენ გონს და ჩაერთონ ამ პროცესში,"- განცხადა მამუკა მდინარაძემ

ხოლო, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ოპოზიცია მუშაობს და აკვირდება პროცესს, ამის შემდეგ ექნებათ მათ ალტერნატიული წინადადება. 

ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად დარჩენილია სამ თვეზე ნაკლები. ორი დღის წინ საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით სახალხო დამცველის არჩევის წესში ცვლილებები დამტკიცდა, თუმცა ამ პროექტს ოპოზიციის ნაწილის - "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს" და "სტრატეგია აღმაშენებლის" მხარდაჭერა არ ჰქონია. პარლამენტში ოპონენტი პოლიტიკური ჯგუფები კვლავ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განაგრძობენ ინიციატივების წარდგენას და განხილვას.

დღის ამბები