27 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
TBC: ლორთქიფანიძის ორგანიზაციის დამფუძნებელი იურიდიული პირი სანქცირებულია, ანგარიში დაიხურა

პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორს, დიმიტრი ლორთქიფანიძის ორგანიზაციას თიბისი ბანკმა ანგარიშები დაუხურა.

ინფორმაცია Facebook-ის პირად გვერზე თავდაპირველად თავად ლორთქიფანიძემ გაავრცელა. მისი თქმით, თიბისი ბანკმა მას სანქციები დაუწესა და ანგარიშები დაუხურა. ამასთან, ლორთქიფანიძემ გაავრცელა ბანკისგან მიღებული წერილიც, სადაც ანგარიშების დახურვის მიზეზად ბანკის შიდა პოლიტიკაა დასახელებული.

როგორც "ტაბულას" თიბისი ბანკში განუმარტეს, ბანკი განუხრელად იცავს საერთაშორისო სანქციებს და შესაბამისად ინიცირება გაუკეთა იმ იურიდიული პირის/ორგანიზაციის ანგარიშის დახურვას, რომლის დამფუძნებელიც სანქცირებული იურიდიული პირია.

თიბისი ბანკი მომხმარებლის კონფიდენციალურობის მიზნით, არ ასახელებს იმ ორგანიზაციის სახელს, მომხმარებლის კონფიდენციალურობის მიზნით, არ ასახელებს იმ ორგანიზაციის სახელს, თუმცა, სავარაუდოდ, საუბარია პრიმაკოვის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრზე, რომელიც ევროკავშირის მიერ სანქცირებული გორჩაკოვის ფონდის მიერაა შექმნილი.

დღის ამბები