თალიბანმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში გოგონებისთვის სკოლები დახურა. საშუალო განათლების მიღებას გოგონები 12 წლიდან ვეღარ შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში რამდენიმე სასწავლო დაწესებულება ტომის უხუცესებისა და სკოლის დირექტორების რეკომენდაციის შემდეგ ხელახლა გაიხსნა, რომელსაც თალიბანის განათლების სამინისტროს ფორმალური ნებართვა არ ჰქონდა. დაწესებულებები რადიკალური მმართველობის სათავეში მოსვლის შემდეგ დაიხურა.