27 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
ომის 199-ე დღეს უკრაინამ დიდი ხნის წინ დაანონსებული კონტრშეტევა მოქმედებაში მოიყვანა - უკრაინის ჯარი ერთდროულად 3 ოლქის გათავისუფლების აქტიურ ფაზაშია

ომის 199-ე დღეს უკრაინამ დიდი ხნის წინ დაანონსებული კონტრშეტევა მოქმედებაში მოიყვანა. უკრაინის შეიარაღებული ძალები ერთდროულად 3 ოლქის გათავისუფლების აქტიურ ფაზაშია. ხერსონი, დონეცკი, ხარკოვი - ეს ის რეგიონებია, რომლებსაც სპეციალურ დავალებათა ქვედანაყოფები, ასევე ტერიტორიული დაცვის ბატალიონები, აქტიურად უტევენ. უტევენ იმისათვის, რომ დაიბრუნონ საკუთარი ტერიტორია.

რამდენიმე დღიანი შეტევის ფონზე, გათავისუფლებულია ბალაკლეა, ასევე უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან ქალაქ იზიუმშიც. მათ მოსახლეობა დიდი სიხარულით ეგებება. ამ ყველაფრის უკან კი უკრაინის 4-ვარსკვლავიანი გენერალი ვალერი ზალუჟნი დგას, რომელიც ომში მიმდინარე მოვლენებისა და კონტრშეტევის მთავარი შემოქმედია.

დღის ამბები