27 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
იძულებით ქორწინება, რომელიც სასამართლომდე მივიდა - 20 წლის გოგონა საავადმყოფოშია, მამა კი ბრალდებულის სკამზე მოხვდება

იძულებით ქორწინება, რომელიც სასამართლომდე მივიდა. გოგონა, რომელსაც მამამ ქორწინება აიძულა, ახლა საავადმყოფოშია. თავად მამა კი სულ მალე საბრალდებო სკამზე მოხვდება.

დმანისში მშობელმა შვილს ქორწინება დააძალა, შვილმა კი თვითმკვლელობა სცადა. პროკურატურამ დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინა. ირკვევა, რომ მამა მოკვლის მუქარით ცდილობდა დაეთანხმებინა შვილი, ცოლად გაჰყოლოდა მისთვის არასასურველ პირს.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, გოგონამ თვითმკვლელობა არაერთხელ სცადა. ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ მამაკაცს შვილისთვის ქორწინება არ დაუძალებია. მათი თქმით, 20 წლის გოგო დანიშნული იყო, საქმროს ყოველდღე ხვდებოდა. მამის დაკავების მიზეზი კი, მათთვის გაუგებარია.

ახალგაზრდა ქალი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ქვემო ქართლში მომხდარ ფაქტზე გამოძიება გრძელდება. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები