უკრაინის სპეციალური ოპერაციების ცენტრის სპეცრაზმელები უკვე ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში არიან - ამის დამადასტურებელ ფოტოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ტელეგრამ არხზე აქვეყნებს.
"უკრაინის სპეციალური ოპერაციების ცენტრის სპეცრაზმელები კუპიანსკში არიან, რომელიც იყო და ყოველთვის იქნება უკრაინული. ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას ბოლო სანტიმეტრამდე. მივდივართ წინ," - ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის შეტყობინებაში.