ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მამაკაცი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა.
მოსახლეობამ ცხედრის იდენტიფიცირება ვერ მოახერხა, სავარაუდოდ, ის ადგილობრივი არ არის.
ადგილზე კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული