27 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
დამრჩა ნაკლოვანების განცდა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციამ სრულფასოვანი მხარდაჭერა მაინც ვერ გაბედა - სარჯველაძე ომბუდსმენის არჩევის პროცესზე

სახალხო დამცველის არჩევის ერთჯერადი წესი განსაზღვრულია, ჯერი კანდიდატების შერჩევაზეა. "ქართული ოცნება" მოლაპარაკების მაგიდასთან ისევ იწვევს ოპოზიციას.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ პროცესთან დაკავშირებით მას დარჩა ნაკლოვანების განცდა, რადგან ოპოზიციამ პროცესისთვის მხარდაჭერა ბოლომდე მაინც ვერ გაბედა.

"კონსულტაციებისთვის კარი ღია იქნება საზოგადოდ, კონსულტაციები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაწყებულია ამ დრომდეც. რაც კი შემოთავაზება და კონსტრუქციული აზრი იყო - ყველაფერთან დაკავშირებით შევთანხმდით. აღარ დარჩა უბრალოდ საკითხი, რაც შეიძლება სადისკუსიო ყოფილიყო, გარდა ზოგადი, ზეპირი განცხადებებისა, რომლებსაც არაფერი ესაფუძვლება ისეთი, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც კონტრარგუმენტთან დაკავშირებით ვერ შევთანხმდით. მაგრამ დამრჩა ნაკლოვანების განცდა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციამ სრულფასოვანი მხარდაჭერა მაინც ვერ გაბედა, ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელმაც ჯერ მხარი დაუჭირა, შემდეგ აღარ დაუჭირა და ა.შ. დაიწყეს თითზე რაღაც მიზეზების დახვევა," - განაცხადა სარჯველაძემ.

დღის ამბები